საქართველოს შეიარაღებული ძალების დასავლეთ სარდლობის სარდალმა, პოლკოვნიკმა შალვა ჯაბახიძემ და 42-ე ბატალიონის მეთაურმა, მაიორმა დავით მარგიანმა ავღანეთში „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში მყოფი სერჟანტის, ირაკლი გოცაძის ოჯახს მესამე ვაჟის შეძენა მიულოცეს.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, შეიარაღებული ძალების წარმომადგენლები სერჟანტის მეუღლეს ნინო გოცაძეს და მის მცირეწლოვან შვილებს ქუთაისის სამშობიაროში შეხვდნენ და თავდაცვის მინისტრის, თინათინ ხიდაშელის სახელით საჩუქრები გადასცეს.
სერჟანტი ირაკლი გოცაძე ავღანეთის მისიაში უკვე მეორედ იმყოფება. მას 5 წლის გიორგის და 4 წლის გეგას შემდეგ კიდევ ერთი ვაჟი, თორნიკე შეეძინა.