დღეს, 11 მაისს, სამხედრო სწავლება „Noble Partner 2016“ დაიწყება. სამხედრო სწავლებაში „ღირსეული პარტნიორი“ 1300 სამხედრო მოსამსახურე მიიღებს მონაწილეობას. სწავლებაში აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის 650, 500 ქართველი და 150 ბრიტანელი სამხედრო ჩაერთვება.
საქართველოს თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ უწყებაში აცხადებენ, რომ ერთობლივისწავლება მნიშვნელოვნად დაეხმარება საქართველოს შეიარაღებულ ძალებს და კონკრეტულად იმ ასეულს, რომელიც შეუერთდა ნატოს სწრაფი რეაგირების ძალებს. ასევე, გაზრდის ქვეყნის ტერიტორიული თავდაცვისუნარიანობას. სამხედრო სწავლება აძლიერებს საქართველოს და შეერთებული შტატების, საქართველოს და ბრიტანეთის, ასევე, ნატოს წევრი ქვეყნების თუ რეგიონული პარტნიორების ურთიერთთავსებადობას. ამ სწავლებით იზრდება საქართველოს თავდაცვისუნარიანობა, ძლიერდება რეგიონის უსაფრთხოება.
სამხედრო სწავლებაში მონაწილებენ ამერიკული M1A2 ტიპის ტანკები „ABRAMS“ და ქვეითთა საბრძოლო მანქანები „M2 BRADLEY“, ასევე , ქართულ შეიარაღებაში არსებული T-72 ტიპის ტანკები და ქვეითთა საბრძოლო მანქანები БМП-2, C-130 -ის სამხედრო თვითმფრინავები.