კოჯრის ახალი გზატკეცილის მე-4 ნომერთან, „პარტიზანი მებაღეების“ მიერ გამართულ აქციაზე, შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) დააკავეს: იოსებ ხ., გიორგი ა., კონსტანტინე გ., ალექსანდრე ე. და ირაკლი კ.
"აქციის ერთ-ერთი მონაწილე ნატალია ფ. დაკავებულია ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) და 45-ე (ნარკოტიკული საშუალების ექიმის დანიშნულების გარეშე მოხმარება) მუხლებით. მის მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება პატრულ-ინსპექტორისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების და პოლიციის მანქანის დაზიანების ფაქტებზე, სსკ-ის 125-ე (ცემა) და 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლებით.
აქციის მონაწილე გიორგი ა.-ხ მიმართ ასევე დაიწყო გამოძიება საპატრულო პოლიციის ავტომანქანის დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე (ნივთის დაზიანება ან განადგურება) მუხლით", - ნათქვამია შსს-ს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.