საქართველოს თავდაცვის მინისტრმა თინა ხიდაშელმა ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორს კობა კობალაძეს უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მხარეები ორმხრივი თანამშრომლობის ფორმატზე შეთანხმდნენ. საუბრის ერთ-ერთი მთავარი თემა ვეტერანთა დახმარების საკითხი იყო. გადაწყდა, რომ თავდაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ამ მიმართულებით რთობლივი ღონისძიებები გატარდება.
თავდაცვის მინისტრი და ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის დირექტორი დღევანდელ შეხვედრაზე ასევე შეთანხმდნენ, რომ ახლო მომავალში ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში ერთობლივ ვიზიტს განახორციელებენ.