გიორგი აბრამიშვილის სახელობის სამხედრო ჰოსპიტალს 8 ქვეყნის სამხედრო ატაშეები ესტუმრნენ. თურქეთის, ბულგარეთის, გაერთიანებული სამეფოს, რუმინეთის, აზერბაიჯანის აშშ-ის, ესტონეთისა და სომხეთის დიპლომატიური წარმომადგენლები სამხედრო ჰოსპიტლის დირექტორს გიორგი მაისურაძეს შეხვდნენ. ჰოსპიტლის ადმინისტრაციამ ატაშეებს სამედიცინო დაწესებულების ისტორია გააცნო და ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
სტუმრებმა ინფორმაცია ჰოსპიტალში მიმდინარე პროგრამების - Interconection of Military Hospitals შესახებაც მიიღეს, რომელიც ქართველი ექიმების უცხოეთში გადამზადებას ითვალისწინებს. ასევე გაეცნენ Solar Water-heater Project - რომელსაც BP აფინანსებს, Stop C – C ჰეპატიტის დასაძლევად მიმართულ სახელმწიფო პროგრამასა და Blood Bank - სისხლის ბანკის პროგრამას.
პრეზენტაციის დასრულების შემდეგ სამხედრო ატაშეები საბრძოლო მოქმედებების დროს დაღუპული ექიმების მემორიალთან მივიდნენ და გარდაცვლილებს პატივი მიაგეს. სტუმრები, მოგვიანებით, სამხედრო ჰოსპიტალში დასაქმებულ ექიმებსაც გაესაუბრნენ.