,, საქართველოს რკინიგზის“ ინფორმაციით, აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, გაზრდილი მგზავრთნაკადის გამო, 28 აპრილიდან 3 მაისის ჩათვლით, ყოველდღიურ მსვლელობაში ინიშნება დამატებით ჩქარი ელექტრომატარებელი თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებით (878/877).
„გასვლა თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:25, ჩასვლა ქ. სენაკში 14:37, სენაკიდან გამოსვლა 19:35, ჩამოსვლა ქ. თბილისში 23:45. საქართველოს რკინიგზა სასიამოვნო და კომფორტულ მგზავრობას გისურვებთ!“, - აცხადებენ სს „საქართველოს რკინიგზაში“.