ოქროს შემოტანის წესის დარღვევის ფაქტი გამოავლინეს 23 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „წითელი ხიდის“, მებაჟე ოფიცრებმა. აზერბაიჯანის მოქალაქე ს.ბ.-ის ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, მათ ძვირფასი თვლებით გაფორმებული 55,03 გრამი არადეკლარირებული ოქროს ნაკეთობები აღმოაჩინეს. საქონლის საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 3988,64 ლარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის მიხედვით, პირს სანქციის სახით შეეფარდა ფულადი ჯარიმა 3988,64 ლარის ოდენობით.