საქართველოსა და საბერძნეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა. საბერძნეთიდან ხელშეკრულებას ხელი ბრიგადის გენერალმა ანდრეას მპლანოსმა მოაწერა. ქართულ მხარეს კი თავდაცვის სამინისტროს საგარეო ურთიერთობის დეპარტამენტის წარმომადგენელი მარიკა ლალიაშვილ წარმოადგენდა. მხარეები სამომავლოდ თანამშრომლობასა და ურთიერთობების გაღრმავებაზე შეთანხმდნენ. საბერძნეთის შეიარაღებული ძალების გერეალური შტაბი თავის ქართველ კოლეგებს თავდაცვის სფეროში, რეფორმების გატარებაში, თანამონაწილეობას დაპირდნენ.