წყნეთის გზატკეცილზე, ბაგებში, ორმოში მამაკაცის ცხედარი იპოვეს. 40 წლამდე მამაკაცის ცხედარს დღეს დილით მიაკვლიეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
ადგილობრივები ვარაუდობენ რომ მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა და დაცემისას თავი დაარტყა.