„პროკრედიტ ბანკის“ სათაო ოფისში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს პატრონაჟით გამოფენა-გაყიდვა მოეწყობა. ღონისძიებას თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი დაესწრება.
საქველმოქმედო გამოფენა-გაყიდვის ორგანიზატორები არიან საქართველოს სტუდენტური ფორუმი, საქველმოქმედო ფონდი "ღვთისშვილები" და თბილისის სასწავლო უნივერსიტეტ "გორგასალის" სტუდენტური თვითმმართველობა.
ღონისძიებაში 70-მდე თანამედროვე ქართველი მხატვარი მონაწილეობს. შემოსული თანხის ნაწილი საქველმოქმედო ფონდ "ღვთისშვილების" ბაზაზე მყოფ იმ 16 ოჯახს გადაეცემა, რომლებსაც შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ბავშვები ჰყავთ, თანხის მეორე ნაწილი კი - 2008 წლის აგვისტოს ომსა და სამშვიდობო მისიებში დაღუპული მრავალშვილიანი სამხედროების ოჯახებს.
ღონისძიება 18 აპრილს, 19:00 საათზეა დაგემილი.