შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის სამსახურებრივმა ძაღლმა, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „სადახლო-საავტომობილო“ შემოსულ ავტომობილში - ნარკოტიკული ნივთიერება მარიხუანა აღმოაჩინა.
უწყების ინფორმაციით, ავტომობილი, რომელსაც სომხეთის მოქალაქე ჰ.ა. მართავდა, რისკების პროგრამის საფუძველზე დაათვალიერეს.
”საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა კრიმინალური პოლიციის სადახლოს განყოფილებას.
ფსიქოტროპული და ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი მედიკამენტების შემოტანის მცდელობა გამოავლინეს 14 აპრილს, საბაჟო გამშვები პუნქტის, „ყაზბეგის“ მებაჟე ოფიცრებმა. რუსეთის მოქალაქე მ.ჩ.-ისა და სომხეთის მოქალაქე მ.კ.-ის კუთვნილი ხელბარგის ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, აღმოჩენილ იქნა მედიკამენტები PREGABALIN RIXTER და TRAMADOL PARACETAMOL (შესაბამისად, 14 და 20 აბი).
ორივე საქმე შემდგომი რეაგირების მიზნით გადაეცა შსს მცხეთა-მთიანეთის პოლიციის დეპარტამენტის ყაზბეგის რაიონულ სამმართველოს”, - ნათქვამია შემოსავლების სამსახურის განცხადებაში.