ნორვეგიის, ჰელსინკის კომიტეტის მრჩეველი და საქართველოს სახალხო დამცველის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს წევრი ოგე ბორჩგრევინკი მიიჩნევს, რომ ლაფანყურის სპეცოპერაციის გამოძიების პროცესში საპარლამენტო მექანიზმი უნდა ჩაერთოს
ომბუდსმენის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე მან განაცხადა, რომ ლოპოტას ხეობაში მომხდარი სპეცოპერაციის გამოძიების თემა შარშანაც იდგა დღის წესრიგში და იმედი ჰქონდა, რომ წლევანდელი ვიზიტის დროს მოგვარებული დახვდებოდა, თუმცა მისი თქმით, გასული ერთი წლის განმავლობაში ამ მიმართულებით არაფერი გაკეთებულა.
როგორც ბორჩგრევინკიმ აღნიშნა, მისთვის ცნობილია, რომ საქმის გამოძიებას პროკურატურა დღესაც აგრძელებს, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არაეფექტურია და ის შესრულებული სამუშაოს ხარისხით არ გამოირჩევა. ამიტომ საერთაშორისო მრჩეველი მიიჩნევს, რომ საკითხში უნდა ჩაერთოს საპარლამენტო მექანიზმები.