ვარკეთილის მესამე მასივში, დევნილთა კომპაქტურ ჩასახლებაში, ქმარმა ცოლი მოკლა. არსებული ინფორმაციით, გარდაცვლილს ჭრილობა ყელის არეში აქვს მიყენებული.
როგორც მეზობლები ამბობენ, ამ დროს სახლში იმყოფებოდა სამი ბავშვი, მათ შორის ყველაზე პატარა - 2 წლის. მათივე თქმით, ოჯახში კონფლიქტი ხშირად ხდებოდა.
შსს-ს ინფორმაციით, სისხლის სამართლის საქმე 108-ე მუხლით აღიძრა, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს