ნატოს კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ნატოს საინფორმაციო ცენტრის მოხალისეები და ლილოს 107-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები ეწვივნენ. უფროსკლასელებს ინსტრუქტორებმა სასწავლო ცენტრის ისტორიის, დანიშნულების, სტრუქტურისა და არსებული კურსების შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.
მოზარდების ვიზიტი სასწავლო ცენტრში, შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ქართველი სამხედროების მომზადების პირობების გაცნობას ისახავდა მიზნად.
შეხვედრის ფარგლებში ახალგაზრდები სიმულაციური სროლის სასწავლო კლასს ეწვივნენ და M4-ის ტიპის სასწავლო ავტომატური შაშხანიდან გაისროლეს. უფროსკლასელებმა სასწავლო ცენტრის ინფრასტრუქტურა და ცენტრში არსებული ტექნიკაც დაათვალიერეს.
ღონისძიება ნატოს კვირეულის ფარგლებში განხორციელდა. ეროვნულ სასწავლო ცენტრში უკვე იმყოფებოდნენ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან.