ცოტა ხნის წინ ოზურგეთის ცენტრალურ საავადმყოფოში დაჭრილი მიზნესმენი მიიყვანეს. ინფორმაციას ტელეკომპანია "რუსთავი-2" ავრცელებს. ტელეკომპანიის ცნობით, რევაზ მახარაძეს ფეხის არეში ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობა აღენიშნებოდა. დაშავებულს გადაუდებელი ოპერაცია ჩაუტარდა და ახლა ის პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ იმყოფება
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას ითვალისწინებს. მიუხედავად ამისა როგორც უწყებაში აცხადებენ, გამოძიების მსვლელობისას გამოიკვეთა თვითდაზიანების ვერსია, რა მიმართულებითაც სამართალდამცველებმა უკვე დაიწყეს მუშაობა.
თვითდაზიანების ვერსიას გამორიცხავენ მეზობლები. მათი განცხადებით, მათ სროლის ხმა არ გაუგიათ და მომხდარის შესახებ პოლიციის მისვლის შემდეგ შეიტყვეს.
აღსანიშნავია, რომ ბიზნესმენ რევაზ მახარაძეზე შეიარაღებული თავდასხმა 2 წლის წინაც განხორციელდა, თუმცა საქმე მაშინ თვითდაზიანების მუხლით აღიძრა.