პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერების საქმეზე კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის დაკავებულ 6-ვე ყოფილ მაღალჩინოსანს სასამართლომ აღმკვეთ ღინისძიებად პატიმრობა შეუფარდა.
პროცესი საქალაქო სასამართლოში 6 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მოსმართლემ გადაწყვეტილება ბრალდებულების შესაძლო მიმალვისა და გამოძიებისთვის ხელის შეშლის საფრთხით ახსნა. გადაწყვეტილებას არ ეთანხმებიან დაკავებულების ადვოკატები და ზემდგომ ინსტანციაში აღკვეთის ღონისძიების გასაჩივრებისთვის ემზადებიან. ძალოვანი უწყების ყოფილი მაღალი თანამდებობის პირების უფლებადამცველები აცხადებენ, რომ პროკურატურას არ აქვს საკმარისი მტკიცებულებები.
ბრალდების მხარის განმარტებით კი საქმეში მტკიცებულებად დევს როგორც მოწმეთა ჩვენები, ასევე ვიდეომასალა, რომელიც დაკავებულების ბრალეულობაზე მიუთითებს.
საქალაქო სასამართლოში საქმის არსებითი განხილვა 30 მაისს ჩაინიშნა.