გენერალ გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმის მსმენელები საქართველოს პარლამენტის თბილისის შენობას ესტუმრნენ. კადეტებმა დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა -„რეფერენდუმიდან დამოუკიდებლობამდე“ დაათვალიერეს. გამოფენაზე 1991 წლის რეფერენდუმისა და დამოუკიდებლობის აღდგენის ამსახველი ისტორიული დოკუმენტები და ფოტომასალა იყო წარმოდგენილი. პარლამენტში სტუმრობისას კადეტები სხდომათა დარბაზსაც ეწვივნენ. კადეტებთან ერთად პარლამენტში ლიცეუმის დირექტორი, პოლკოვნიკი ალექსი კეკელია იმყოფებოდა.
დამოუკიდებლობის აღდგენის საკითხზე გამართული რეფერენდუმის 25-ე წლისთავისადმი მიძღვნილი გამოფენა პარლამენტში 31 მარტს გაიხსნა და 9 აპრილს დაიხურება. გამოფენა საქართველოს პარლამენტის ტრადიციული საექსკურსიო ტურის ნაწილია.