საქართველოს თავდაცვის მინისტრის მოადგილემ ანა დოლიძემ სამინისტროს სამ თანამშრომელს ინგლისური ენის მოსამზადებელი კურსის წარმატებით გავლის დამადასტურებელი სერტიფიკატები გადასცა.
საქართველოში გაერთიანებული სამეფოს საელჩოსა და ბრიტანეთის საბჭოს ორგანიზებული ინგლისური ენის მოსამზადებელი რვათვიანი კურსი მინისტრის მოადგილის თანაშემწემ ნინო პეტრიაშვილმა, პარლამენტთან ურთიერთობისა და სამართლებრივ საკითხთა დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ ვეფხვია გრიგალაშვილმა და ურთიერთობისა და კანონმოქმედებითი საქმიანობის სამმართველოს უფროსმა ზურა ზერეკიძემ გაიარეს.
სერტიფიკატების გადაცემის ცერემონიალი თავდაცვის სამინისტროში გაიმართა. ღონისძიებას ბრიტანეთის საბჭოს დირექტორი ზაზა ფურცელაძე, სასწავლო ცენტრის მენეჯერი ფილიპა გიდინგსი, პედაგოგი ნინო ნამორაძე, სასწავლო ცენტრის მენეჯერის თანაშემწე ნატალია ბაღდავაძე, ასევე, ბრიტანეთის საელჩოს წარმომადგენლები: ბრიტანეთის თავდაცვის ატაშის მოადგილე ტრეისი პალმერი და პოლიტიკური ოფიცერი თავდაცვის საკითხებში ანი ჯაიანი დაესწრნენ.