დღეს გამთენიისას პროკურატურამ ფარული ჩანაწერების საქმეზე ძალოვანი უწყების ათამდე ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა, გავრცელებული ინფორმაციით მათ შორის დაკავებულია კუდ-ის უფროსის ყოფილი მოადგილე ვაჟა ლელუაშვილი.
მთავარი პროკურატურა მიმდინარე გამოძიების ფარგლებში განხორციელებული დაკავებების შესახებ განცხადებას სავარაუდოდ დღეს გააკეთებს, უწყებაში ბრიფინგი 14:00 საათზეა ჩანიშული.
საგამოძიებო უწყება ოფიციალურად ბრიფინგის თემას არ აკონკრეტებენ, თუმცა შესაძლოა განცხადება ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებულ საქმეზე გაკეთდეს.