ნატოს კვირეულის ფარგლებში, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“ ქალაქ რუსთავის რამდენიმე სკოლის მოსწავლეები იმყოფებოდნენ. უფროსკლასელებს სასწავლო ცენტრის შესახებ დეტალური ინფორმაცია საქართველოს შეიარაღებული ძალების მაიორმა თენგიზ ციხისთავმა მიაწოდა.
უწყების ინფორმაციით, ვიზიტი მიზნად ისახავდა ახალგაზრდებში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებას და ინფორმაციის მიწოდებას, თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას ქართველი ჯარისკაცები.
ღონისძიების მიზანი ახალგაზრდებში შეიარაღებული ძალების შესახებ ცნობიერების ამაღლებაა. მათ შესაძლებლობა ეძლევათ, მიიღონ ინფორმაცია, თუ სად და რა ვითარებაში გადიან მომზადებას ქართველი ჯარისკაცები.
შეხვედრის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისის“ წარმომადგენლებმა სტუმრებს ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინეს. მოსწავლეები სიმულაციური სროლის კლასსაც ეწვივნენ და M4 ტიპის სასწავლო იარაღიდან გაისროლეს.
ნატოს კვირეული 4 აპრილს გაიხსნა და 19 აპრილს დასრულდება. კვირეულის ფარგლებში ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ახალგაზრდები საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდანაც ესტუმრებიან.