დღეს დაღესტნის დედაქალაქში მილიციის დანაყოფი დაცხრილეს. წინასწარი ინფორმაციით, აღნიშნული ინციდენტის შედეგად მოკლულია ერთი სამართალდამცავი. დაღესტნის შს სამინისტროს ინფორმაციით, ინციდენტი შუადღიასას მოხდა.
"მილიციის თანამშრომლებმა "უაზ-21014"-ის ტიპის ავტომობილი გააჩერეს. ავტომობილის სალონიდან კი სამართალდამცავების მიმართულებით ცეცხლი გაიხსნა. წინასწარი ინფორმაციით, ერთი მილიციელი მიღებული ჭრილობებისგან საავადმყოფოსკენ გზაში გარდაიცვალა. თავდამსხმელები მიიმალნენ და ავტომობილი ადგილზე დატოვეს", _ იუწყება დაღესტნის შს სამინისტრო.
მიმდინარეობს გამოძიება და დამნაშავეთა "ცხელ კვალზე" ძებნა.