აზერბაიჯანის შეაიარაღებული ძალების ერთი ქვედანაყოფი სამხრეთის ფრონტზე ალყაში მოყვა და განადგურდა, - ამის შესახებ ინფორმაციას ”არმენპრესი” სომხეთის თავდაცვის სამინისტროს პრესმდივანზე არცრუნ ოვანისიანზე დაყრდნობით ავრცელებს.
„ერთი მორიგი კარგი ამბავი: დღეს დაზიანებული 5-6 ტანკი იყო სამხრეთის ფრონტზე. აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი ქვედანაყოფი სამხრეთის ფრონტზე მოყვა ალყაში და განადგურდა. მათ აქვთ დანაკარგები ცოცხალ ძალაში და სამხედრო ტექნიკაში“, - განაცხადა არცრუნ ოვანისიანმა.
სომხეთის მხარის ინფორმაციით, 3 აპრილის დილის 6 საათიდან აზერბაიჯანი სამხრეთის მიმართულებით აწარმოებდა აგრესიულ საბრძოლო მოქმედებებს სარაკეტო და საარტილერიო დანადგარების გამოყნებით. სომხეთის ძალების კონტრშეტევით მათ დაიბრუნეს ტალიშის საყრდენი პუნქტი, რომელიც აზერბაიჯანმა წინა დღეს დაიკავა.