აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას, რომლის თანახმად განადგურებულია სომხეთის სამეთაურო -საშტაბო პუნქტი.
„ განადგურებულია აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზე განლაგებული სომხეთის სამეთაურო-საშტაბო პუნქტი. სომხეთის შეაიარაღებული ძალების სამეთაურო-საშტაბო პუნქტი, რომელიც მოქმედებდა აზერბაიჯანის ოკუპირებუოლ ტერიტორაზე, განადგურებულია აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ზუსტი საპასუხო დარტყმით.
შედეგად განადგურებულია მოწინააღმდეგის მრავალრიცხოვანი სამხედრო მოსამსახურე, მათ შორის ოფიცრები გენერლისა და პოლკოვნიკების წოდებით“, - ნათქვამია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციაში.