გლდანში, გვიან ღამით 22 წლის ბიჭი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლეს. ამის შესახებ ინფორმაციას „რუსთავი 2“ ავრცელებს.
თვითმხილველების ინფორმაციით, გარდაცვლილს ორი ტყვია თავის არეში, ორი კი მუცელში ჰქონდა მოხვედრილი.
ასევე, დაჭრილია კიდევ ერთი ახალგაზრდა, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი. დაჭრილის მდგომარეობა მძიმეა. მას ოპერაცია უტარდება.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, მკვლელობაში ეჭვმიტანილი დაკავებული არ არის. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე და 236-ე მუხლებითაა აღძრული.