საქართველოს თავდაცვის მინისტრის თინა ხიდაშელის განცხადებით, საქართველო ვარშავის სამიტზე MAP-ს არ ითხოვს, ვინაიდან დეკემბრის მინისტერიალზე გაცილებით უფრო ფართო ნაბიჯი გადაიდგა ნატო-სკენ. მისივე განმარტებით, "არ უნდა ველოდოთ" და "არ ვითხოვთ" სხვადასხვაა.
"ჩვენ ვარშავის სამიტზე MAP-ს არ ვითხოვთ, თუმცა "არ უნდა ველოდოთ" და "არ ვითხოვთ" სხვადასხვა ამბავია. არ ვითხოვთ იმიტომ, რომ ჩვენ დეკემბრის მინისტერიალზე გასულ წელს გაცილებით უფრო წინწაწეული, გაცილებით უფრო ფართო ნაბიჯი გადავდგით ნატო-სკენ. ჩემი, როგორც თავდაცვის მინისტრის ამოცანაა, ვარშავიდან წამოვიღოთ ისეთი ტიპის შეთანხმება, რომელიც ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობას გაზრდის. ნატო-ს წევრობა არის ჩვენი მთავარი ამოცანა და ჩვენ ვაგრძელებთ ამ გზაზე სიარულს. ნატო-ს წევრობა არის ჩვენი მთავარი და ერთადერთი მოთხოვნა, მაგრამ სანამ ეს ამოცანა შესრულდება, მანამდე ნომერ პირველი ამოცანაა ის, რომ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის ამაღლება უნდა გახდეს მამოძრავებლად ნებისმიერი საუბრის, შეთანხმების, სამიტის თუ მინისტერიალის შედეგებზე მუშაობის დროს", - განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.
ვარშავის სამიტი ივლისში გაიმართება.