საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, სამშვიდობო მისიებისა და სამსახურებრივი მოვალეობის დროს დაღუპული ქართველი სამხედრო მოსამსახურეების შვილები ბათუმის დელფინარიუმში იმყოფებოდნენ.
აჭარის, იმერეთის და სამეგრელოს რეგიონიდან ბათუმში ჩამოსულ დაღუპული სამხედროების ოჯახის წევრებსა და ბავშვებს III ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეებმა უმასპინძლეს.
დელფინარიუმის შემოქმედებითმა ჯგუფმა ბავშვებს შოუს ელემენტებით გაჯერებული შემეცნებითი სანახაობა შესთავაზა. შოუში მონაწილე დელფინებმა - ზორომ, მაიამ, მონიკამ, ციციმ, ფლიპერისმა, მარკომ, ნინიმ და კვირიამ პატარა სტუმრებისთვის 30-მდე ნომერი, სამი ცეკვა, რგოლებითა და ბურთებით თამაში, კუდზე ბალანსი და სხვა შთამბეჭდავი ნომრები შეასრულეს.
საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ინიციატივით გამართულ სოციალურ აქციას მხარი ბათუმის დელფინარიუმმა და ქალაქის მერიამაც დაუჭირა.