დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის შეურაცხყოფის ფაქტზე წინასწარი პატიმრობის გამოყენება, შერჩევითი სამართლის ნიშნებს აჩენს, - ნათქვამია სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშში. ომბუდსმენი აღნიშნავს, რომ სხვა არაერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა ენმ-ის წევრები გახდნენ ზეწოლის ობიექტი, პატიმრობა არ ყოფილა გამოყენებული და სასამართლო ადმინისტრაციული ჯარიმებით შემოიფარგლებოდა.
”ქუთაისში, პარლამენტის შენობის წინ მიმდინარე აქციაში მონაწილე სამ პირს ფრაქცია „ქართული ოცნების“ დეპუტატ დავით ლორთქიფანიძის შეურაცხყოფის ფაქტზე წინასწარი პატიმრობა მიესაჯა, მაშინ, როდესაც სხვა არაერთ შემთხვევასთან დაკავშირებით, როცა ენმ-ის წევრები გახდნენ ზეწოლის ობიექტი, პატიმრობა არ ყოფილა გამოყენებული და სასამართლო ადმინისტრაციული ჯარიმებით შემოიფარგლებოდა. აღნიშნული მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში შერჩევითი სამართლის ნიშნებს აჩენს. მისასალმებელია, რომ აღმკვეთი ღონისძიება შემდეგში შეიცვალა”, - ნათქვამია ანგარიშში.