საქართველოს შეიარაღებულ ძალებში ორიენტირებით სირბილში პირადი პირველობა გაიმართა. შეჯიბრება დაბა კოჯრის მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ღონისძიებაში საქართველოს შეიარაღებული ძალების სხვადასხვა ქვედანაყოფის 45 სამხედრო მოსამსახურე მონაწილეობდა.
სამხედროებს ასპარეზობის მიმდინარეობის დეტალებზე შესაბამისი ინსტრუქტაჟი ჩაუტარდათ. ჯარისკაცებს საწყისი წერტილიდან ფინიშამდე კოჯრის ტყეში განლაგებული 10 საკონტროლო პუნქტი კომპასისა და რუკის საშუალებით უნდა მოეძებნათ. საკონტროლო პუნქტები წელს ახალი თანამედროვე ტექნიკით აღიჭურვა - თითოეულ პუნქტზე სპეციალური ჩიპები დამონტაჟდა.
მონაწილეები სრულყოფილად შესრულებული დავალების და ასპარეზობის დროის მიხედვით შეფასდნენ.
გამარჯვებულები სამ საპრიზო კატეგორიაში გამოვლინდნენ, მათ შესაბამისი სიგელები და მედლები გადაეცათ.
მესამე და მეორე ადგილები IV მექანიზირებული ბრიგადის კაპრალს გიორგი სანდოძეს და III ქვეითი ბრიგადის პირველი კლასის რიგითს დავით ჭელიძეს ხვდათ წილად. ხოლო, პირველი ადგილის და, შესაბამისად, ჩემპიონატის თასის მფლობელი ეროვნული გვარდიის მე-20 კადრირებული ბრიგადის სერჟანტი ზურაბ მოდებაძე გახდა.