სენაკის რაიონში 14587.00 ლარის ღირებულების სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი საქონლის ელექტრონული სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირების ფაქტი გამოავლინდა.
შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს ოფიცრებმა, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევების მონიტორინგის მიზნით, ელექტრონულ სასაქონლო ზედნადებზე გადაამოწმეს ფორდის მარკის ა/მანქანა, რომლითაც ხორცილდებოდა “ნ.ნ“-ის სამეწარმეო საქმიანობისთვის განკუთვნილი შერეული საქონლის ტრანსპორტირება.
ფაქტთან დაკავშირებით, საგადასახადო მონიტორინგის დეპარტამენტის ექსპერტიზის განყოფილების მიერ ჩატარდა შესაბამისი ექპერტიზა, ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სასაქონლო ზედნადების გარეშე ტრანსპორტირებული საქონლის საბაზრო-საორიენტაციო ღირებულებამ შეადგინა 14587.00 ლარი.
საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271–ე მუხლის მე–7 ნაწილის გათვალისწინებით, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.