საქართველოში ვიზიტად მყოფი „მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისს“ ეწვია. სტიუარტ ტეილორი სასწავლო ცენტრს თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსთან, პაატა პატიაშვილთან ერთად ესტუმრა.
ბრიტანელმა სტუმარმა ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაათვალიერა. სიმულაციური ცენტრის ხელმძღვანელობამ „მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორს სიმულაციური სისტემა „JCATS“-ის შესახებ საინფორმაციო ბრიფინგი ჩაუტარეს.
ბრიტანელი სტუმარი გუშინ საქართველოს თავდაცვის უწყებას სტუმრობდა. სტიუარტ ტეილორი საქართველოს თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა. შეხვედრაზე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი სამომავლო პროექტები განიხილეს.