,,ირაკლი სესიაშვილმა პირდაპირ აღიარა და არც დაუმალავს, რომ დაინტერესება ჰქონდა ავთანდილ ჭოლოკავას წინადადებასთან დაკავშირებით, რომელიც თავდაცვის სამინისტროსთვის მაგისტრალური კაბელების მიწოდებას ეხებოდა”, - ამის შესახებ "თავისუფალი დემოკრატების" ერთ-ერთმა ლიდერმა ზურაბ აბაშიძემ ე.წ. კაბელების საქმეზე ირაკლი სესიაშვილის დაკითხვის შემდეგ განაცხადა.
,,პროცესზე მან აღიარა, რომ მას ძალიან მოეწონა ჭოლოკავას იდეა და შემდგომ მიმართა ირაკლი ალასანიას - მოჰყოლოდა ამ იდეას ხორცშესხმა, რაც არ განხორციელდა, რადგან სამინისტრომ და შესაბამისმა ხელმძღვანელობამ იმ პერიოდში ჩათვალეს, რომ ეს არ იყო განსახორციელებელი პროექტი. დანარჩენი დეტალები, იყო თუ არა ნასამართლევი ავთანდილ ჭოლოკავა, ან ჰქონდა თუ არა კავშირი უცხო ქვეყნების სპეცსამსაურებთან, როგორც ჩანს, ირაკლი სესიაშვილს არ ახსოვს", - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.
მისივე თქმით, სესიაშვილმა პირდაპირ აღნიშნა, რომ ამ პროექტის განხორციელება უკეთესი იქნებოდა ქვეყნისთვის.