მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი სტიუარტ ტეილორი წეროვანის რეაბილიტაციის ცენტრს ეწვია. თავდაცვის სამინისტროს დაჭრილ და დაშავებულ სამხედრო მოსამსახურეთა მხარდაჭერის დეპარტამენტის უფროსმა პაატა პატიაშვილმა სტიუარტ ტეილორს რეაბილიტაციის ცენტრის ინფრასტრუქტურა დაათვალიერებინა.
თავდაცვის უწყების ინფორმაციით, წეროვანის სარეაბილიტაციო ცენტრის ტერიტორიაზე ახალი ინფრასტრუქტურის მშენებლობაა დაგეგმილი. დღესვე „მოკავშირე ძალების ფონდის“ დირექტორი საქართველოს თავდაცვის უწყებას სტუმრობდა.
სტიუარტ ტეილორი თავდაცვის მინისტრს თინათინ ხიდაშელსა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსს, გენერალ-მაიორ ვახტანგ კაპანაძეს შეხვდა.
შეხვედრაზე დაჭრილი და დაშავებული სამხედრო მოსამსახურეების მხარდაჭერის მიზნით განსახორციელებელი სამომავლო პროექტები განიხილეს.