კამპანია „ეს შენ გეხებას“ წარმომადგენლები ფარული ჩანაწერების საქმის გამოძიების დაჩქარებას მოითხოვენ. მათივე მოთხოვნით საქმეზე უნდა დაიკითხონ დეპუტატები თამაზ მეჭიაური და დავით ლორთქიფანიძე.
,,ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ თავმჯდომარე ანა ნაცვლიშვილი აცხადებს, რომ შესწავლის საგანი უნდა გახდეს, თუ რატომ ფლობენ დამატებით ინფორმაციას ეს სეპუტატები.
,,სამწუხაროდ, ჩვენ ვერ ვხედავთ, რომ ხელშესახები პროგრესის შესახებ შეუძლია საუბარი ან პროკურატურას, ან შესაბამის პოლიტიკური თანამდებობის პირებს. საზოგადოება კვლავ ინფორმაციულ ვაკუუმშია როგორ მიმდინარეობს გამოძიება, არსებობს თუ არა რაიმე მნიშვნელოვანი პროგრესი და რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, რა სტრატეგია და სამოქმედო გეგმა აქვს სახელმწიფოს“, - განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.