საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა. ფინანსთა სამინისტროს ჰარმონიზაციის ცენტრის ორგანიზებითა და შიდა აუდიტორთა ინიციატივით გამართული ღონისძიება 26 მარტს, შიდა აუდიტორთა დღეს მიეძღვნა. აღნიშნული თარიღი „სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონის მიღებას უკავშირდება.
საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინიტროს მხარდაჭერით ნორიო-მარტყოფი-სართიჭალის ზეგანზე იფნის, ჰიბრიდული თუთისა და ალვის ხის 500 ნერგი დაირგო. გამწვანების აქციის მონაწილეებმა ეროვნული საშენი მეურნეობის ტერიტორიაზე ქარსაფარი ზოლი გააშენეს.
აქციაში სხვადასხვა სამინისტროების, მუნიციპალიტეტებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების შიდა აუდიტის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.