ნანა თოდუა, ანა დოლიძე და თამარ ლალიაშვილი იქნებიან ის ადამიანები, რომლებიც განაჩენს გამოიტანენ არა რომელიმე პარტიის ან ჯგუფის, არამედ საქართველოს სახელით,- ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების წარდგენინსას განაცხადა.
როგორც გიორგი მარგველაშვილმა აღნიშნა, სამივე მათგანი უკეთეს მართლმსაჯულებას მისცემს ქვეყანას.
„სამივე ქალბატონი - ნანა თოდუა, ანა დოლიძე და თამარ ლალიაშვილი, თავისი ბიოგრაფიით, გამოცდილებით და პროფესიონალიზმით იქნებიან ადამიანები, ვინც საქართველოს სახელით გამოიტანენ განაჩენს და არა - რომელიმე პოლიტიკური პარტიის, ჯგუფის ან პოლიტიკოსის სახელით და უკეთესი მართმსლაჯურება მისცენ ქვეყანას“,- განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.