ფოთში რაგბის მსაჯი დაჭრეს, - ამის შესახებ ინფორმაციას ,,რუსთავი 2“ ავრცელებს. ტეკელომპავიის ცნობით, ფაქტს ადასტურებენ რაგბის კავშირში და აცხადებენ, რომ უკვე დაიკითხნენ ინციდენტის მონაწილეებიც. სხვა დეტალებზე კი არ საუბრობენ.
შემთხვევა სტადიონზე მოხდა. ერთ-ერთი ვერსიის 21 წლის ნიკო ამაშუკელი რაგბის მატჩის შემდეგ დაპირისპირების დროს დაჭრეს ბასრი საგნით. ის ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მომხდარის ოფიციალური ვერსია უცნობია. შინაგან საქმეთა სამინისტრო დაჭრის ფაქტს ამ ეტაპზე არ ადასტურებს. ნიკო ამაშუკელი ფოთის სტადიონზე ბათუმის ,,ბათუმსა” და თბილისის ,,არმიას“ შორის შეხვედრას მსაჯობდა. მატჩი ფრედ 21:21 დასრულდა.