ამოცანაზე ორიენტირებული სწავლება - „დასახლებული პუნქტის დაცვის საინჟინრო უზრუნველყოფა" დასრულდა. სწავლებები ვაზიანის პოლიგონსა და სამხედრო აეროდრომზე მიმდინარეობდა. კურსის თეორიული ნაწილი - მეცადინეობები საამფეთქებლო საქმეში და საინჟინრო დაბრკოლებებში - I მსუბუქი ქვეითი ბრიგადის საველე ბანაკ „გაგრაზე“, ხოლო, პრაქტიკული ნაწილი საველე პირობებში ჩატარდა.
უწყების ინფორმაციით, სწავლების განმავლობაში ქვედანაყოფებმა ისეთი მოქმედებები განახორციელეს, როგორიცაა: დასახლებულ პუნქტში თავდაცვისთვის გამოსაყენებელი დაბრკოლებათა ტიპები, ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები დასახლებულ პუნქტში, ქუჩებსა და შენობებს შორის; შენობებზე და სახურავებზე შვეულმფრენების საწინააღმდეგო და დესანტსაწინააღმდეგო ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები; დასახლებულ პუნქტში არსებულ ღია და მკვდარ სივრცეებში ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები; დასახლებულ პუნქტში, ღამის პირობებში ფეთქებადი და არაფეთქებადი დაბრკოლებები; ტანკსაწინააღმდეგო, დესანტსაწინააღმდეგო, ქვეითსაწინააღმდეგო და მიმართული მოქმედების ნაღმური ველები.
მეცადინეობები სამანევრო ქვედანაყოფებთან ურთიერთქმედებით მიმდინარეობდა. სწავლებაში IV მექანიზირებული ბრიგადის 42-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა და ექვსი ერთეული ჯავშანტექნიკა მონაწილეობდა.