დავით აღმაშენებლის სახელობის საქართველოს ეროვნულ თავდაცვის აკადემიას ნატოს სამხედრო პარტნიორობის მაღალი რანგის სამხედროები ეწვივნენ. აკადემიის წარმომადგენლებმა სტუმრებს აკადემიის საქმიანობა, არსებული სკოლები და საგანმანათლებლო სისტემა გააცნეს. შეხვედრის დასრულების შემდეგ სტუმრებმა აკადემიის ინფრასტრუქტურა დაათვალიერეს.
უწყების ინფორმაციით, ნატოს სამხედრო პარტნიორობის მაღალი რანგის ოფიცრები საქართველოში კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრის ფარგლებში იმყოფებიან. მრავალეროვნული ღონისძიება ნატოს სამხედრო პარტნიორობის დირექტორატის ორგანიზებით ტარდება.
ღონისძიების ფარგლებში თბილისში ჩამოსულმა ნატოს მაღალჩინოსანმა სამხედროებმა თავდაცვის მინისტრთან გამართეს შეხვედრა და არსებითი პაკეტის ფარგლებში შექმნილი წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) დაათვალიერეს.