საქართველოში ნატოს სამხედრო პარტნიორობის კოორდინაციის ყოველწლიური სამუშაო შეხვედრა მიმდინარეობს. ვიზიტის ფარგლებში, დღეს საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ევროპაში მოკავშირეთა ძალების უმაღლესი სარდლობის წარმომადგენლებს უმასპინძლა. თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე იმყოფებოდნენ ასევე, საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე, მინისტრის მრჩეველი საერთაშორისო ურთიერთობების საკითხებში შოთა ღვინერია, ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი უილიამ ლაჰიუ და თავდაცვის უწყების სხვა ხელძღვანელი პირები.