მთავარმა პროკურატურამ ინტერნეტში გავრცელებულ ფარულ ჩანაწერებთან დაკავშირებით ორი პირი დააკავა, - ამის შესახებ ინფორმაციას "იმედი" ავრცელებს.
ტელეკომპანიის ინფორმაციით, დაკავებულები კუდ-ის ერთ-ერთი დეპარტამენტის ყოფილი უფროსი გიორგი ჯამალაშვილი და ადვოკატი ირაკლი ფხაკაძე არიან.
ჯამალაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ მისი დაცვისქვეშ მყოფმა არ იცის დაკავების მიზეზი.
ე.წ. მოდულის შენობაში ასევე იმყოფებოდა ფხაკაძის მეუღლე, რომელიც პირად საუბარში აცხადებს, რომ მათი კუთვნილი ბინიდან სხვადასხვა ნივთები, მათ შორის პირადი კომპიუტერი, და მობილური ტელეფონები ამოიღეს.
,,იმედის“ ინფორმაციით, ზურაბ ჯამალაშვილი ცნობილი ჰაკერის, ვასილ ჯამალაშვილის მამაა, რომელიც 2012 წლის ნოემბერში კიბერდანაშაულისთვის დააკავეს და გირაოთი გაათავისუფლეს.