BBC-ს ინფორმაციით პენტაგონმა ე.წ. ისლამური სახელწიფოს ერთერთი ლიდერის, წარმოშობით პანკისელი ტერორისტის ომარ ალ შიშანის, იგივე თარხან ბათირაშვილის სიკვდილი დაადასტურა.
მათი ინფორმაციით, ბათირაშვილი ჩრდილო-აღმოსავლეთ სირიაში, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ განხორციელებული საჰაერო დარტყმების დროს მძიმედ დაშავდა, შემდეგ კი გარდაიცვალა.
ცნობისთვის, ამერიკას თარხან ბათირაშვილი ყველაზე საშიშ ტერორისტების სიაში ჰყავდა შეყვანილი. მის შესახებ ინფორმაციის სანაცვლოდ 5 მილიონი დოლარი იყო დაწესებული.