საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსმა, გენერალ-მაიორმა ვახტანგ კაპანაძემ გენერალურ შტაბში მომუშავე ქალბატონებს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცა.
გენერალ-მაიორმა ქალ სამხედრო მოსამსახურეებსა და უწყების თანამშრომელ სხვა ქალბატონებს, სიმბოლურად, თითო ვარდი პირადად გადასცა. გენერალური შტაბის უფროსმა საქართველოს შეიარაღებულ ძალებში დასაქმებული მანდილოსნების დამსახურებებზე ისაუბრა და მათ განსაკუთრებული წარმატებები უსურვა.