26 მაისის აღლუმისთვის მზადება დღეიდან დაიწყება.
თბილისის საპატრულო პოლიციის უფროსის გიორგი გეგეჭკორის განცხადებით,
აღლუმის პირველი რეპეტიცია ღამით გაიმართება.
აღნიშნულის გამო 23:00 საათიდან თავისუფლების მოედანი, რუსთაველის გამზირი, ასევე ლესელიძის, მელიქიშვილისა და კოსტავას ქუჩები გადაიკეტება.
შეზღუდვა ხვალ, გამთენიისას 05:00 საათისთვის მოიხსნება.
საპატრულო პოლიცია მოსახლეობას აღნიშნულ ქუჩებზე გადაადგილებისგან თავის შეკავებას თხოვს.