თბილისის საქალაქო სასამართლო ,,ადვოკატთა ასოციაციის“ თავმჯდომარის მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ზაზა ხატიაშვილმა, გიორგი მიქაუტაძეს სავარაუდო სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენაში დასდო ბრალი, მოსამართლის დისკრედიტაციად აფასებს.
"ზაზა ხატიაშვილის განცხადება პროვოკაციულია და მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას. ტექნიკური ხარვეზი, რომელზეც ზ. ხატიაშვილი მიუთითებს, შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლებით გასწორდა შემაჯამებელ გადაწყვეტილებაში. მოსამართლე გ. მიქაუტაძის მიერ მიღებული გადაწყვეტილება თბილისის სააპელაციო სასამართლომ და საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ძალაში უცვლელად დატოვეს.
სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეში საქართველოს ადვოკატთა ასოციაცია იყო მოპასუხე მხარე და შესაბამისად, ასოციაციის წინააღმდეგ მიღებულ გადაწყვეტილებაზე ზაზა ხატიაშვილის უკმაყოფილება სუბიექტური და ტენდენციურია,"- აღნიშნულია განცხადებაში.