არასამთავრობო ორგანიზაციათა კოალიცია დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის უფლებების დასაცავად პირველ ინსტანციას სარჩელით მიმართავს. ისინი მამუკა ახვლედიანის თანამდებობიდან გათავისუფლების გადაწყვეტილების გაუქმებას მოითხოვენ.
გადაწყვეტილება ამის შესახებ, კოალიციამ ყოფილ თავმჯდომარესთან კონსულტაციისა და რამდენიმე საათიანი მსჯელობის შედეგად მიიღო. არასამთავრობოები იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან ასევე მოითხოვენ შეჩერდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი ხელმძღვანელის დანიშვნის პროცესი.
კოალიცია არ გამორიხავს, რომ საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართოს.