სხვადასხვა ჯიშის ლეკვების კანონდარღვევით შემოყვანის ფაქტი გამოვლინდა 28 თებერვალს, საბაჟო გამშვებ პუნქტზე „ყაზბეგი“.
პუნქტის კონტროლის ზონაში რუსეთის ფედერაციის მხრიდან შემოვიდა უკრაინის მოქალაქე ო.ლ., რომელმაც დეკლარაციაში დააფიქსირა 15 ძაღლი.
ეჭვის საფუძველზე ავტომობილის დეტალური დათვალიერებისას, მებაჟე ოფიცრებმა კიდევ 16 არადეკლარირებული ლეკვი, კერძოდ: ჩიხუახუას ჯიშის ერთი ლეკვი, იორკშირული ტერიერის ჯიშის 12 ლეკვი და მალტეზას ჯიშის 3 ლეკვი აღმოაჩინეს. ლეკვების საბაჟო ღირებულებამ შეადგინა 12252,721 ლარი. შესაბამისად, საგადასახადო კოდექსის 289-ე მუხლის მე-10 ნაწილის თანახმად, უკრაინის მოქალაქეს სანქციის სახით განესაზღვრა ჯარიმა 12 252,721 ლარის ოდენობით.