ხვალ, 1-ელ მარტს, 10:00 საათზე, ეროვნულ სასწავლო ცენტრ „კრწანისში“კონფერენცია „ნატოს ვარშავის სამიტი - მოლოდინები და პერსპექტივები“ გაიმართება
კონფერენციას საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი გახსნის.
კონფერენციაზე თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი პირები არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებთან ერთად ისეთ მნიშვნელოვან თემებს განიხილავენ, როგორიცაა რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და გამოწვევები, შეიარაღებული ძალების ტრანსფორმაცია და ნატოსთან თავსებადობა, ნატოს ვარშავის სამიტისთვის მზადება, რუსეთის ინფორმაციული ომი, საქართველოს რეგიონებში არსებული საინფორმაციო გარემო, ეთნიკური უმცირესობების განწყობა და კომუნიკაციების მნიშვნელობა და სხვა.