იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თბილისის საქალაქო სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარის მამუკა ახვლედიანის შემცვლელად გიორგი მიქაუტაძე დაასახელა.
მოსამართლე გიორგი მიქაუტაძის კანდიდატურა ლევან მურუსიძემ წამოაყენა. მიქაუტაძე ამ დროისთვის საქალაქო სასამართლოში ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას ხელმძღვანელობს. მიქაუტაძე 2006-2010 წლ;ებში მუშაობდა ისანი-სამგორის რაიონული პროკურატურის პროკურორად, 2010 წელს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის სამდივნოს უფროსად.
საბჭოს გადაწყვეტილება არც მედიისთვის და არც საბჭოს წევრების ნაწილისთვის არ იყო ცნობილი. ვახტანგ მჭედლიშვილმა საბჭოზე განაცხადა, რომ ამის შესახებ დასახელების შემდეგ გაიგო.