ჩეჩნეთის მეთაური რამზან კადიროვი თანამდებობის დატოვებას აპირებს. კადიროვის განცხადებით, მისი დრო რეგიონის ხელმძღვანელის პოსტზე გავიდა და რესპუბლიკის ხელისუფლებამ ამ თანამდებობაზე სხვა ადამიანი უნდა მოიძიოს.
”თუ პატიოსნად ვიტყვით - ვაკეთებ საქმეებს და ეს გამომდიოდა დღევანდლამდე. იმისათვის, რომ არ გამოიყენონ ჩემი სახელი ჩემი ხალხის წინააღმდეგ, მიმაჩნია, რომ რეპუბლიკის ხელისუფლებამ უნდა მოძებნოს სხვა ადამიანი. მე ვამბობ - ჩემი დრო გავიდა, ჩვენ გუნდში მრავალი მემკვიდრე გვყავს. გვყავს ძალიან კარგი სპეციალისტები”, - განაცხადა კადრიოვმა და აღნიშნა, რომ ყველა ადამიანს აქვს ზღვარი.
” ეს პიკია. ეს არის პიკი კადიროვისთვის”, - განაცხადა ჩეჩნეთის მეთაურმა.