ალექსი პეტრიაშვილთან ერთად თავდასხმის დროს საბურთალოს სასაფლაოზე ჯანდაცვის მინისტრის ყოფილი მოადგილე კახა საკანდელიძე იმყოფებოდა.
როგორც რუსთავი 2-თან საუბარში საკანდელიძემ განაცხადა, თავდამსხმელებმა მას იარაღი მიაბჯინეს და დაემუქრნენ.
საკანდელიძის თქმით, პეტრიაშვილს 2 პირი დაესხა თავს. ერთ-ერთი მათგანი ნიღბით იყო, მეორე კი ნიღბის გარეშე, თუმცა როგორც საკანდელიძე ამბობს მას დამნაშავის ამოცნობა გაუჭირდება.
საკანდელიძე აცხაქდებს, რომ ცეცხლსასროლი იარაღი მხოლოდ ერთ თავდამსხმელს ჰქონდა, ორივე მათგანი კი ხელკეტებით იყვნენ აღჭურვილი.
საკანდელიძე იხსენებს, რომ დამნაშავეები მიზანმიმართულად ალექსი პეტრიაშვილისკენ გაემართნენ და დაესხნენ თავს.